2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა

178
გაზიარება

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პატრნიორობით, მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან  10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

  • თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ხათუნა გოგალაძე – ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიის და ბუნებებისმეტყველების მასწავლებელი;
  • ლაურა გოტიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის, ქართული როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ქეთინო მერებაშვილი – სკოლა – ლიცეუმი პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ინგა მოსიძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი;
  • სალომე ფურცხვანიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი;
  • მიხეილ ცქვიტაია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
2019 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა, გიმნაზია „შავნაბადა“ და სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე“ შემოუერთდა.  ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს. სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე” კი საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვებს.

კომენტარი