„მზიურის“ კორტებზე ჩოგბურთის ტურნირი „ვაკის თასი 2019″ გაიმართა

„მზიურის“ კორტებზე ჩოგბურთის ტურნირი „ვაკის თასი 2019″ გაიმართა

100
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, „მზიურის“ კორტებზე ჩოგბურთის ჩემპიონატი – „ვაკის თასი 2019“ გაიმართა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 60-მდე ვეტერანმა და მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო.
მონაწილეებმა ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იასპარეზეს.
50 წლამდე ჯგუფში I ადგილი ზვიად კალმახელიძემ დაიკავა, IIადგილი გიორგი ჯიქიას, ხოლო IIIადგილი ნიკა აკოპიანს ერგო.
ჯგუფში 50 წელს ზემოთ I ადგილი დავით ჯიქიამ დაიკავა, II ადგილი – გიორგი კერესელიძემ, III ადგილის მფლობელი კი მიხეილ ნაბიჯაშვილი გახდა.
რაც შეეხება წყვილებში შეჯიბრს, I ადგილის მფლობელები გიორგი გიორგაძე და სანდრო ხოჭოლავა გახდნენ, II ადგილზე სანდრო გედენიძე და გიორგი ივარდავა, III ადგილზე კი გიორგი ჯიქია და დავით ქორიძე გავიდნენ.
შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები სპორტული მაღაზიების ვაუჩერებით, დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარი