როგორი იყო ძველი ბაბილონი და კართაგენი – 3D რეკონსტრუქციები (2 ვიდეო)

როგორი იყო ძველი ბაბილონი და კართაგენი – 3D რეკონსტრუქციები (2 ვიდეო)

402
გაზიარება

თანამედროვე ტექნოლოგიები და კომპიუტერული პროგრამები, ნებისმიერი ძეგლის და დასახლების პუნქტის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. გთავაზობთ ძველი მსოფლიოს ცნობილი ქალაქების, ბაბილონის და კართაგენის სამგანზომილებიან რეკონსტრუქციას, რომლებიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით მათ შესახებ.

ღმერთის-ქალაქი-696x298
მეცნიერები ბაბილონს ძველი სამყაროს პირველ «მეგაპოლისად» თვლიან.თავისი ძლიერების ზენიტში ქალაქის მოსახლეობა 200 ათასს აჭარბებდა.  ბაბილონი, მდინარეების ტიგრისა და ევფრატის შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში დაარსდა.  ძვ. წ-ით 2300 წელს ბაბილონს წმინდა ქალაქის სტატუსი აქვს. ძვ. წ-ით 612 წელს კი  ბაბილონი უკვე სატახტო ქალაქია.ძვ. წ-ის 539 წელს ბაბილონი კიროს მე-2  აიღო და აქემენიდთა სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი გახდა. ბაბილონი ცნობილი იყო თავისი დაკიდული, ანუ სემირამიდას ბაღებით.

კართაგენის 3D-მოდელის შექმნა ფრანგული ტელეჟურნალის «Des Racines et des ailes»-ს ინიციატივით მოხდა და მას საფუძვლად, თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე არსებული, ძველი ქალაქის ნანგრევები დაედო.

carthage01
კართაგენი ძველმა ფინიკიელებმა ძვ. წ-ის 814 წელს დაარსეს.ქალაქი მალევე გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით კართაგენი რომს დაუპირისპირდა. თითქმის 100 წლიანი დაპირისპირება რომის გამარჯვებით დასრულდა და ძვ.წ -ის 146 წლის გაზაფხულზე, რომაელებმა ქალაქი შტურმით აიღეს და მთლიანად დაანგრიეს.

კომენტარი