არ მოგწონთ ჰაი-ტეკი? ძალინ კარგი, ახლა მოდაშია საცხოვრებლები,რომლებიც დედა ბუნებასთან აახლოებს.
სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ცნობილი მექსიკელი არქიტექტორი, ჰავიერ სენოსიაინო.
„ჩემი მიზანია შევქმნა ისეთი გარემო,სადაც თავს მყუდროდ, კომფორტულად და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს იგრძნობთ“, – აცხადებს სენოსიანო.
მექსიკელი არქიტექტორი ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას და აცხადებს, რომ მის მიერ დაპროექტებულ სახლებში, სინათლე და ჰაერის ცირკულაცია ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება.