ბოროტება, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა – ატმოსფეროს „მკვლელები“

ბოროტება, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა – ატმოსფეროს „მკვლელები“

136
გაზიარება

არ გჯერათ აპოკალიფის? სულ ტყუილად. როცა ამ სტატისტიკას გაეცნობით ნახავთ, რომ თქვენი ოპტიმიზმი უადგილოა. მაშ ასე, რა აზიანებს ატმოსფეროს ყველაზე მეტად?

MOdernizatsiya_5_TES_Yakutskaya_GRES_2

პირველ ადგილზე ატომური ელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურებია.  როგორც ირკვევა, საშუალო სიმძლავრის თბოელექტროსადგური ყოველ 24 საათში ატმოსფეროს 680 ტონა ოქსიდური გაზით, 140 ტონა მტვრის მყარი ნაწილაკებით და  200 ტონა აზოტის ოქსიდით  „ამდიდრებს“.

original

ჰაერის მავნე ნივთირებებით „გამდიდრებაში“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ატომურ ელექტროსადგურებს. რადიოაქტიური გამონაბოლქვი და აეროზოლები ჩვენი პლანეტის ოზონის სფეროს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

original

ატმოსფეროს „მკვლელების“  „საპატიო ნუსხაშია“ მძიმე და ფერადი მეტალურგიაც. 1 ტონა ფოლადის დამზადებისას, ატმოსფეროში 0,04 ტონა მყარი ნაწილაკების, 0,05 ტონა ნახშირის მონოქსიდის და 0,03 ტონა გოგირდის ოქსიდის გაბნევა ხდება.

74fbd9f1578f01668a8cf73809041367

ატმოსფეროს „გაჯანსაღებაში“ თავისი წვლილი შეაქვს ქიმიურ მრეწველობასაც. ფლუოიდული ნაერთები, წყალბადის სულფიდი, გოგირდის ოქსიდი, ამიაკი, არაორგანული მტვერი – ეს ყველაფერი ატმოსფეროში სწორედ ქიმიური მრეწველობის დამსახურებით ხვდება.

56499d5aef77a

ატმოსფეროს მთავარ დამაბინძურებლებს შორისაა ავტომობილებიც, უფრო სწორედ მათი გამონაბოლქვი. ალდეჰიდები, ბენზოფირი, ტყვიის ნაერთები – ამ ყველაფრით სწორედ ჩვენი რკინის რაშები გვაჯილდოვებენ.

კომენტარი