ქალაქი, რომელიც სმოგში იხრჩობა – გამოადგება თუ არა მეხიკოს გამოცდილება თბილისს?

ქალაქი, რომელიც სმოგში იხრჩობა – გამოადგება თუ არა მეხიკოს გამოცდილება თბილისს?

325
გაზიარება

მეხიკო არა მხოლოდ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. მისი მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია. თუმცა, თუ  გარეუბნებს და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს მივიღებთ მხედველობაში, უფრო შთამბეჭდავ ციფრს – 21 მილიონს მივიღებთ.  მეხიკო დღეს არის მეგაპოლისი, რომელიც სმოგში იხრჩობა.

5_Photo - 5

ჰაერის დაბინძურება მექსიკის დედაქალაქის მთავარი გარემოსდაცვითი პრობლემაა. ამის მიზეზი არა მხოლოდ სამრეწველო საწარმოებისა და სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობაა, არამედ ცუდი გეოგრაფიული მდებარეობაც.  ფაქტია, რომ ქალაქი მდებარეობს მთათაშუა ქვაბულში,  სადაც არახელსაყრელი მიკროკლიმატია. მთები ზღუდავს ჰაერის განიავებას და ქალაქის თავზე მუდმივად ჰკიდია მტვრისა და მავნე გამონაბოლქვით გაჯერებული ღუბლები.

загруженное

ნახშირორჟანგი, აზოტის დიოქსიდი,  მყარი მიკრონაწილაკები უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. კვლევებმა გამოავლინეს რესპირატორული და კარდიოვასკულური სისტემის დაავადებების მაღალი დონე. ექსპერტები  ამბობენ, რომ სიგარეტის მოწევა უფრო უვნებელია, ვიდრე მეხიკოს ჰაერით სუნთქვა. ყოველწლიურად თვითოეული მეხიკოელი დაახლოებით 4 ტონამდე ნახშიროჟანგს შეისუნთქავს.

contaminacion2-2592x1296

არსებული მდგომარეობის შეცვლის მიზნით, ქალაქის ხელისუფლებამ შეზღუდა ავტომობილების გამოყენება და ტრაფიკი. დაიწყეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შემცირდა სამრეწველო ობიექტების რაოდენობა. დარგეს დიდი რაოდენობით ხე-მცენარეები. გარდა ამისა,დაიწყო მთელი რიგი ინოვაციური პროექტების რეალიზება. მაგალითად, ერთ-ერთი ქალაქის შენობის ფასადი საჰაერო გამწმენდ მოწყობილობად გადაიქცა.

8011f760-85ff-46d5-90f4-cc8421bb662b

დედაქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს კედლები ინოვაციური ფილებითაა დაფარული. ეს არ არის მხოლოდ დეკორატიული, არამედ აქვს  დამაბინძურებლების დაჭერის და ფილტრაციის უნარი. მზის ზემოქმედების შედეგად, ტიტანის დიოქსიდის თხელი საფარი აქტიურ შთანთქავს ტოქსიკური ნივთიერებებს, მათ შორის აზოტის ოქსიდების, ბენზოლს, ფ და გოგირდის ოქსიდებს.

JW_121608_0672_uxga

პრობლემის კიდევ ერთი არასტანდარტული გადაწყვეტაა ეკო მეგობრული ქუჩა. ამ შემთხვევაშიც მოქმედებაშია ტიტანის დიოქსიდის თხელი ფენა. მეხიკოს ქუჩების დიდი ნაწილი, სწორედ ტიტანის დიოქსიდის და სპეციალური საღებავის ნაზავით იფარება. ამ ე ტექნოლოგიაა Airlite ეწოდება და ის  წარმატებით გამოიყენება რამდენიმე მეგაპოლისში, მათ შორის მეხიკოშიც.
სპეციალისტების შეფასებით, ამ ყველაფერმა  გაუმჯობესდა სიტუაცია, თუმცა ქალაქი ისევ სმოგის ტყვეობაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია თბილისის ჰაერში გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამ დამბინძურებლის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 33%-ით აჭარბებდა, წლეულს ემ მაჩვენებელი 58 %-მდე გაიზარდა. თბილისის ჰაერში მაღალია მყარი ნაწილაკების (PM2.5 და PM10) კონცენტრაციაც. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, PM2.5-ის რაოდენობა წლიურ საშუალო ნორმას 16%-ით აჭარბებს,ხოლო  PM10-ით დაბინძურება წლიურ ნორმას 34 %–ით აღემატება.

კომენტარი