57% მწვანე სივრცე -TravelBird-მა ყველაზე მწვანე ქალაქი დაასახელა

57% მწვანე სივრცე -TravelBird-მა ყველაზე მწვანე ქალაქი დაასახელა

169
გაზიარება

Green Cities Index 2018 -ის რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაა.

green

ჰოლანდიურმა კომპანია TravelBird-მა ერთმანეთს მსოფლიოს 50 ქალაქი შეადარა. როგორც გაირკვა, ჩეხეთის დედაქალაქში მწვანე ნარგავებს ქალაქის 57% უჭირავს. 45 %-ით მეორე ადგილზე მადრიდია. მესამე ადგილი 43%-ით ავსტრიის დედაქალაქმა ვენამ დაიკავა. რეიტინგის ბოლოში ნიქოზია (7%), სანტიაგო (6.6%) და ტოკიო ( 6%) აღმოჩდნენ.
საინტერესოა, რომ ამავე რიტინგის მიხედვით, ერთ მოსახლეზე მწვანე საფარის მოცულობით პრაღა მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. ჩეხეთის დედაქლაქში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის მოცულობა 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პირველ ადგილზე ამ ჩამონათვალში სიდნეია, მეორეზე გიოტებორგი. მესამე და მეოთხე ადგილებს ბრატისლავა და ოკლენდი იყოფს. ბოლო ადგილზე ათენი, სტამბოლი და ტოკიო გავიდნენ.

კომენტარი