საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

129
გაზიარება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება.
რეგისტრაციის პროცესი 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა ის აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში.
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში ვებგვერდზე registration.kids.org.ge.
რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ბავშვები.
ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ორი წელი შეუსრულდათ სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში და არა – რეგისტრაციის მომენტში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, წელს თბილისის საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ოთხი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.
ცნობისთვის, უკვე განხორციელდა იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხება ბაღში, არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი, ასევე, იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

კომენტარი