ASKA-მფრინავი ავტომობილი ელექტრო ძრავით ( ვიდეო)

ASKA-მფრინავი ავტომობილი ელექტრო ძრავით ( ვიდეო)

120
გაზიარება

ამერიკულ-ისრაელის სტარტაპ NFT-ის ინჟინრებმა მფრინავი ავტომობილის კონცეფცია შეიმუშავეს. როგორც კონცეფციის ავტორები აცხადებენ, პირველი პროტოტიპი მზად მომავალი წლის დასაწყისში იქნება.

aska-evtol-flying-car-6_0ASKA  ელექტრო საფრენი აპარატია, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. არსებული ინფორმაციით, ASKA-ს ფრენის მაქსიმალური სიშორე 560 კილომეტრი იქნება. საგულისხმოა, რომ ASKA-ს პირდაპირ ქუჩიდან აფრენა არ შეუძლია, ამისთვის მას მინიმუმ 20 მეტრის სიგანის და სიგრძის მოედანის სჭირდება.
სიძვირის გამო, სტარტაპი მფრინავი ავტომობილების სერიულად წარმოებას და გაყიდვას არ გეგმავს. მსურველებს მისი ქირაობა შეეძლებათ.

aska-evtol-flying-car-2ანალოგიური კონცეფციის რეალიზებას ავსტრალიური Macchina Volantis-ის ინჟინრებიც გეგმავენ. მათი პირმშოს მაქსიმალური სიჩქარე ჩვეულებრივი ავტომობილის რეჟიმში 60 კმ/სთ იქნება, სამაგიეროდ ჰაერში 280 კმ/სთ -ს განავითარებს.

კომენტარი