მასდარი – პირველი ეკო-ქალაქი პლანეტაზე, რომელიც უდაბნოში შენდება (ფოტო, ვიდეო)

მასდარი – პირველი ეკო-ქალაქი პლანეტაზე, რომელიც უდაბნოში შენდება (ფოტო, ვიდეო)

399
გაზიარება

გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და იქ ადამიანების ინტეგრაცია.  მასდარ-სიტი პირველი ეკო-ქალაქი იქნება პლანეტაზე, სადაც ურბანული დაგეგმარების სფეროში ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებები განხორციელდება.

DSC_9477მასდარ-სიტი აბუ-დაბის მახლობლად უდაბნოში შენდება და პროექტის რეალიზაცია Foster+Partners აქვს დავალებული. ეკო-ქაალაქის კონცეფციის თანახმად, აშენდება მზის ელექტროსადგური, რომელიც სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების ფილტრაციას მოახდენს.
ქალაქში სადაც 50 ათასი ადამიანი იცხოვრებს, შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები არ იმოძრავებს.

1470719199126150985მოქალაქეების ტრანსპორტირება ჰოლანდიური ფირმის მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, რობოტიზირებული ტაქსებით მოხდება.

eko-gorod_masdar-siti_elektrotramvayგარდა ამისა, ქალაქი იმუშავებს ნარჩენების ღრმა დამუშავების სისტემაც.

Day-Site-768x432შენდება სპეციალური  დამცავი კედელიც, რომელიც ქალაქში  უდაბნოს ცხელი ჰაერის შეღწევას შეაფერხებს. პროექტის ავტორთა მტკიცებით, ამ ყველაფრის შედეგად მასდარში კომფორტული მიკროკლიმატი ჩამოყალიბდება და ელექტრომოხმარებაც შემცირდება.

13771040125501605_FP418599_indesignპროექტის რეალიზება  2006 წელს დაიწო და  ქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის რეალიზაცია 22 მილიარდი დოლარი ჯდება.

კომენტარი