დიდუბეში უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი ხუთ მისამართზე მიმდინარეობს

დიდუბეში უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი ხუთ მისამართზე მიმდინარეობს

87
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ყიფიანის ქუჩის N20-ში, ბოხუას ქუჩის N10-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-10, მე-3 კვარტლის მე-11 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებთან მოაჯირების მოწყობის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რეალ ენერჯი“ ასრულებს.
მიმდინარე წელს, მსგავსი ტიპის სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.

კომენტარი