ცინცაძის და საირმის ქუჩებზე საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დასრულდა

ცინცაძის და საირმის ქუჩებზე საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დასრულდა

79
გაზიარება

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, ორ მისამართზე – ცინცაძის ქუჩა N85-ისა და საირმის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ასევე, ჩაუტარდა გოთუას ქუჩა N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საერთო სარგებლობის კიბეს, რომლითაც მოსახლეობა შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება.
სამუშაოების ფარგლებში, კიბეები მოპირკეთდა და უსაფრთხოების მოაჯირეები მოეწყო.
სამუშაოები შპს „პასაჟი-საქართველომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 74 484 ლარი გამოიყო.
კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე, მაჭავარიანის ქუჩა N20-სა და კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ.

კომენტარი