Flying V- რა შეუძლია მფრინავ „გიტარას“ KLM-ისგან (ვიდეო)

Flying V- რა შეუძლია მფრინავ „გიტარას“ KLM-ისგან (ვიდეო)

101
გაზიარება

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ინოვაციური სამგზავრო თვითმფრინავის პროექტზე მუშაობს. როგორც კომპანია საკუთარ ვებგვერდზე წერს, V-ს ფორმის თვითმფრინავი 314 მგზავრს დაიტევს და სტანდარტულ თვითმფრინავებთან შედარებით 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. როგორც KLM-ში განმარტავენ, თვითმფრიავის ფიუჟელაზის ახალი ფორმა, საჰაერო ხომალდს გაცილებით აეროდინამიკურს და  უფრო  ეკონომიურს გახდის.

64657271_2219565168355441_1728439984035201024_n

Flying V-ის სიგრძე 55 მეტრი, სიგანე კი 65 მეტრი იქნება. კომპანიის ინფორმაციით,  სამგზავრო ადგილები და საბარგულები ფრთებში განთავსდება, რომლების ამავდროულად ფიუჟელაზიცაა.

64833476_874011749624223_1707809739989057536_nთვითმფრინავს Flying-V, კომპანია Gibson-ის ელექტროგიტარის საპატივცემულოდ დაერქვა.სწორედ ამ გიტარაზე უკრავდნენ The Rolling Stones-ის წევრები.

D6qNWRuWsAA-_5b

ახალი თვითმფრინავის წარმოება 2040 წლიდან იგეგმება.

კომენტარი