გლდანის რაიონში ორ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირი მოეწყო

გლდანის რაიონში ორ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირი მოეწყო

68
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მოაჯირები გლდანის პირველი მ/რ-ში 35-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ასევე, გლდანის მერვე მიკრორაიონის N1 ლოგოპედიური ბაგა-ბაღის მიმდებარედ დამონტაჟდა.
მოაჯირების მოწყობის სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა.

კომენტარი