თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყლის ხარისხი ნორმას შეესაბამება

თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყლის ხარისხი ნორმას შეესაბამება

42
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისის თვეში კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის, 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი.
პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით) თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს აგრძელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

კომენტარი