თბილისში ქარის შედეგად წაქცეული ხეების დამუშავება და გატანა მიმდინარეობს

თბილისში ქარის შედეგად წაქცეული ხეების დამუშავება და გატანა მიმდინარეობს

94
გაზიარება

24 ივნისს, საღამოს, ამინდის გაუარესებამ ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. დაზიანდა სკვერები, წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელმაც დააზიანა გაზონები და დეკორატიული ბუჩქები, ასევე, სკვერებში არსებული ინფრასტრუქტურა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ არსებულ მდგომარეობაზე მყისიერად მოახდინა რეაგირება. კერძოდ, განახორციელა ქალაქის მასშტაბით ავარიულად წაქცეული ხეების დამუშავება და ტერიტორიიდან გატანა, მოხდა სკვერებში არსებული შადრევნების გასუფთავება ნარჩენებისაგან, მოწესრიგდა დედაქალაქის სკვერები და გამწვანებული თარგები.
ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხეების დამუშავება და ტერიტორიებიდან გატანა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარი