ნაძალადევის რაიონში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ბალახი გათიბეს

ნაძალადევის რაიონში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ბალახი გათიბეს

51
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები გრძელდება.
რაიონში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ბალახის გათიბვა, ბუჩქების მოწესრიგება, მინერალური სასუქის შეტანა და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.
ზაფხულის განმავლობაში რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს 77 899 ლარს დახარჯავს.

კომენტარი