რამდენი ახალი ავტობუსია თბილისში და როდის მოგვარდება კონდიციონერის პრობლემა?

რამდენი ახალი ავტობუსია თბილისში და როდის მოგვარდება კონდიციონერის პრობლემა?

64
გაზიარება

დღემდე დედაქალაქში 50 ერთეული ახალი, მწვანე ავტობუსი შემოიყვანეს და ხუთ, კერძოდ: N55 , N71, N50, N85  და N95 მარშრუტზე გადაანაწილეს. თითოეული მათგანი MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დედაქალაქს 40 ახალი, იმავე სტადნარტის ავტობუსები უახლოეს პერიოდში დაემატება.
ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.
ამ სასიამოვნო სიახლის პარალელურად, თავი უსიამოვნო სიახლემაც იჩინა- ლურჯი ავტობუსების ნაწილს კონდიციონერის ფილტრები აქვთ გამოსაცვლელი. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

კომენტარი