რა ეტაპზეა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები

რა ეტაპზეა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები

52
გაზიარება

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის გარე ღობის, ასევე, კორტების, საკალათბურთო მოედნისა და ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
უკვე მოეწყო საბავშვო მოედნის, სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცისა და ამფითეატრის საფუძვლები. არსებული ერთსართულიანი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა და ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე მოეწყო. ამასთან, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა.
თითქმის დასრულებულია განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი.
პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი. ასევე, პარკის ირგვლივ სარბენი ბილიკი და ველობილიკი გაკეთდება. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, დაგეგმილია 10 000 ძირი ხე-მცენარის დარგვა. მათ შორისაა, 774 ძირი ხე და 665 ძირი ბუჩქი. გარდა ამისა, 7 880 ძირი მცენარე გამოყენებული იქნება 1600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნება 78 მეტრის სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე. დენდროლოგიური პროექტი ითვალისწინებს ვერტიკალურ გამწვანებას 280 ძირი სუროთი და 11 ძირი გლიცინიათი.
სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარი