ჩუღურეთის რაიონის გამგეობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

66
გაზიარება

24 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ცხელ ხაზზე 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. აქედან ყველაზე მძიმე იყო შვიდ მისამართზე, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.
ასევე, 40-მდე მისამართზე მოტყდა ხე-მცენარე, დაზიანებული ნარგავები უკვე დამუშავებულია და მიმდინარეობს გატანა.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა მისამართზე დაუყოვნებლივ მოხდა პირველადი სამუშაოების განხორციელება, რათა მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა. ამ ეტაპზე, აღდგენის სამუშაოების წინმსწრები ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარი