კორდობა – ქალაქი, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია თავმოყრილი

კორდობა – ქალაქი, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია თავმოყრილი

116
გაზიარება

კორდობა – ეს 300 ათასიანი ქალაქია  ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიაში. ძვ.წ. 218-201 წელს ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს.711 წელს ის არაბებმა აიღეს და 755 წელს კორდობას საამიროს დედაქალაქად გამოაცხადეს. მე -10 საუკუნეში კორდობა იქცა განათლებისა და მეცნიერების ერთ–ერთ მთავარ ცენტრად. გასულ წელს კორდობა გახდა ქალაქი, სადაც  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლია თავმოყრილი. კორდობაში ასეთი ოთხია.

მესკიტა-კორდობის კათედრალური ტაძარი

ყოფილი მეჩეთის საერთო ფართობი 24 ათასი კვადრატული მეტრია. ტაძარს ყოველწლიორად 1.500 ათასი მნახველი ყავს და ამ მაჩვენებლით ის პირველია მსოფლიოში. 856 სვეტზე მდგარი ნაგებობა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტაძრად და არქიტექტურულ კომპლექსად ითვლება მსოფლიოში.

მედინა ასაჰარა

ქალაქი სასახლე, მედინა ასაჰარა  ხალიფა აბდ ალ რაჰმან მე-3-ის ბრძანებით, 976 წელს ააშენეს. დიდი ხნის განმავლობაში ის იყო კორდობას მმართველების  რეზიდენცია.

ალკასარი – ციხე სიმაგრე

ალკასარის ისტორია 1328 წელს იწყება. ის იყო მთავარი რეზიდენცია ფერდინანდ მე-2 -ის და მისი მეუღლის. დღეისთვის ალკასარი მუზეუმია, სადაც კორდობის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები ინახება.

პატიო -ფესტივალი

ფესტივალი პატიო, ანუ ყვავილების ფესტივალი, დასაბამს ძველი რომაული ტრადიციიდან იღებს. მაისის თვეში, ძველი რომაელები ნაგებობებს და სხვადასხვა სკულპტურებს ყვავილებით რთავდნენ. ამ ტრადიციამ გაგრძელება კორდობაში ჰპოვა და ის დღემდე გრძელდება.

კომენტარი