ბახტრიონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ბახტრიონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

75
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N18-N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა.
სკვერში მცენარეთა-მოვლა პატრონობის ღონისძიებებიც ჩატარდა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირების სამუშაოები განხორციელდა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ვფიქრობ, ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად შეძლოს დასვენება. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 63 528 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი