თბილისის მეტრო – გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივა

თბილისის მეტრო – გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივა

137
გაზიარება

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროში „მარჯანიშვილის“, „ვაგზლის მოედანი 1“-ისა და „ვაგზლის მოედანი 2“-ის რეაბილიტაცია- განახლებას გეგმავს.
აღნიშნული სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 138 000 ლარი განისაზღვრა.
როგორც ცნობილია თბილისის მეტროში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დაახლოებით 100 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აღნიშნული თანხა მოხმარდება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებას.

metroaaდაგეგმილია 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა, ასევე 15 ვაგონის რეაბილიტაცია და ახლების შეძენა. მერიაში იმოდოვნებენ, რომ ამ ღონისძიებების შედეგად არსებული სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება. შემცირდება ავარიების რაოდენობაც და დაახლოებით, 2-3 წუთამდე შემცირდება მოცდის დროც. იგეგმება მეტროს მოსაცდელი დარბაზების რეაბილიტაცია განახლებაც.

20190130150658
სამომავლო გეგმებშია, ასევე, სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა. მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ სამგორს ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს და მასზე მეტროს 6 შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს.პროექტში, ჯამში, 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. (30 მილიონი მეტროს ვაგონების ღირებულება, ხოლო დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი)

201810221235361186950234საუბარია ასევე, დიდი დიღმის მიმართულებით მიწისზწდა მეტროს მშენებლობაზეც, თუმცა ამ შემთხვევაში რაიმე კონკრეტული გეგმა ან პროექტი არ არსებობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანულ  ლაბორატორიაში“ ფიქრობენ, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ პროექტთან ერთად კარგი იქნებოდა თუ თბილისის მერია  მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნზე“ მეორე ამოსასვლელს მოაწყობდა.

65563159_2356060054679773_5762277043714654208_n„ამ ამოსასვლელის მოწყობა იქნებოდა დამატებითი სადგურის გახსნის ეფექტის მქონე. ერთის მხრივ, იგი მოიზიდავდა მეტროპოლიტენში იმ მგზავრების ნაწილს, რომლებიც მოცემულ გაჩერებაზე ერთი ტრანსპორტიდან გადასხდებიან მეორეში. მათ მეტროპოლიტენის ამოსასვლელის სიახლოვეს არსებობა საშუალებას მისცემდა ერთ-ერთ ტრანსპორტად მეტროპოლიტენი გამოეყენებინათ, მოემსახურებოდა ორბელიანს მოედანზე მიმავალ მგზავრებს და გარკვეულწილად მოემსახურებოდა საარბრიუკენის მოედანსაც, მეტროპოლიტენს მიმზიდველს გახდიდა იუსტიციის სახლში მიმავალი ადამიანებისთვისაც და შეამცირებდა ავტომობილების რაოდენობას მიმდებარე ტერიტორიაზე“,-აცხადებენ „ურბანულ ლაბორატორიაში”.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნული ამოსასვლელის მშენებლობა ტექნოლოგიურად საკმაოდ მარტივია, რადგან „თავისუფლების მოედნის“ ქვედა ვესტიბიულში უკვე აშენებულია ორბელიანის მოედნის მიმართულებით მეორე ამოსასვლელისკენ მიმავალი კიბეები და შესაბამისად, მათი მშენებლობისთვის სადგურის დაკეტვა არ იქნება აუცილებელი, ხოლო დონეთა სხვაობა სადგურსა და ორბელიანის მოედნის მიწისქვეშა ამოსასვლელს შორის საშუალებას იძლევა მოკლე ესკალატორის, ან კიბეების მეშვეობით მოხდეს შეერთება სადგურთან.

20190130150658-640x320შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად თბილისის მეტროს საშუალოდ 323 ათასი მგზავრი (2017 წ.) გადაჰყავს, ხოლო პიკის საათებში დღიური მგზავრნაკადი 435 ათას მგზავრს აღწევს. როგორც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის „ ქალაქი ახლოდან“ მიერ მომზადებული  კვლევაშია მითითებული, მოდერნიზაციისა და მოძრავი შემადგენლობის დამატების შემთხვევაში, თბილისის მეტროს ტექნიკური რეზერვები იძლევა შესაძლებლობას, რომ მეტრო ყოველდღიურად 1.3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახუროს.

კომენტარი