სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

49
გაზიარება

სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ორი ახალი სპორტული მოედანი ალექსეევკისა და ლილოს დასახლებებში გაიხსნა.
ლილოს დასახლების პირველ მიკრორაიონში, N2ბ კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 460 კვ.მ ფართობზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირდა და სპეციალური პანდუსი მოეწყო.
სპორტული მოედნის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 98 000 ლარი გამოიყო.
ახალი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა ალექსეევკის დასახლებაშიც, N1 და N2 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ. თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მოწყობილი 480 კვ.მ ფართობის მოედანი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სპორტულ მოედანზე დამონტაჟდა საფეხბურთო კარი და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 83 995 ლარია.
სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „პე-ბე“-მ შეასრულა.
სამგორის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს, 26 ფიტნეს ზონა და შვიდი სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, ამჟამად კი ხუთი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

კომენტარი