არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები მოხატეს

არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები მოხატეს

49
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები მოიხატა.
მოხატვის პროცესში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე პროფესიონალ მხატვართან და ბავშვებთან ერთად ჩაერთო.
„არაგვისპირელის სკვერიდან იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, აღნიშნული ტერიტორია წლების წინ მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული იყო, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გამგეობის ინიციატივით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყო, წელს კი ბავშვების დახმარებით კიდევ უფრო გავალამაზეთ“, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ბავშვებმა კედლები თბილისური ტიპის აივნიანი ეზოებით მოხატეს.

კომენტარი