დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატება

დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატება

163
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილი 3-ის დასახლების, IIIა მ/რ-ში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო.
სკვერის ტერიტორიაზე, რომელიც 13 258 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, ველობილიკები და სასეირნო ბილიკები, სასმელი წყლის სოკო, საჩრდილობლები. სრულად განახლდება გარე განათება, მოეწყობა სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პარკის ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და ურნები. მოეწყობა მშრალი ტიპის შადრევანი.
რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის 13 ივნისს დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

კომენტარი