დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

51
გაზიარება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბაბუცაძის, ქინძმარაულის, ნაკადულის, მამისაშვილისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ოქტომბრის, ჭყონდიდელის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ერესთავის, მოლითის, მექანიზაციის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, მაგნიტოგორსკის, ნინუას, ცოტნე დადიანისა და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კიევის, პასტერის, უზნაძის, სანაპიროსა და დგებუაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ზემო ვაკის, რჩეულიშვილის, კეკელიძის, შატბერაშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, პარკი „მზიური“-ს მიმდებარე ტერიტორიისა და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, თვალჭრელიძის, კერესელიძისა და გოგებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, სამრეწველო დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძისა და გეთიას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, მისის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, მიშა ხელაშვილის, გვირილების, პაპაშვილისა და შალიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარი