მიცკევიჩის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა სრულდება

მიცკევიჩის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა სრულდება

51
გაზიარება

მიცკევიჩის ქუჩა N 20-ის ეზოში და კორპუსის წინა მხარეს ტროტუარის მოწესრიგება სრულდება.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, ბორდიური და 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 50 000 ლარით. სამუშაოებს კი კომპანია „სკინჩი“ ასრულებს.

კომენტარი