სპორტული მოედანი, ეკო ხიდი, ხელოვნური ტბა – როგორი იქნება პარკი დიღმის ჭალებში

სპორტული მოედანი, ეკო ხიდი, ხელოვნური ტბა – როგორი იქნება პარკი დიღმის ჭალებში

119
გაზიარება

თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოსაწყობად ტენდერი მეორედ გამოცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 14 864 406 ლარია.chala3

სატენდერო დოკუმენტაციაში გაწერილი მოთხოვნებიშ შესაბამისად, პარკის ტერიტორიაზე 752 ახალი მცენარე დაირგვება. დაგეგმილია ხელოვნური ტბის მოწყობა.აშენდებე ამფითეადრი,მედიათეკა, ეკო ხიდები, სპორტული სივრცე და 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.chala7

გათვალისწინებულია ასევე, ჭალის კუნძულზე საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც დააკავშირებს პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან. თუმცა, უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა კუნძულის პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს.

chala25

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის მითითებით, სამუშაოები დღე-ღამეში 24 სთ-ის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

კომენტარი