ვერის ბაღში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

ვერის ბაღში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

104
გაზიარება

ვერის ბაღში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება.
სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თითოეული მოჭრილი ხე მყისიერად ჩანაცვლდება ახალი ნარგავით. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.
თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებულ ხე-მცენარეებზე ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
სამუშაოებს თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ახორციელებს

კომენტარი