ზაქარიაძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა

ზაქარიაძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა

52
გაზიარება

ზაქარიაძის ქუჩა N 10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი კაუჩუკის რბილი საფარით მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა.
აგრეთვე, განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ბოძები დამონტაჟდა და ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა. ასევე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოიჭრა დაზიანებული ხეები, რომლებიც ახალი ხე-მცენაარეებით ჩანაცვლდება. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით კომპანია “ტაომ“ შეასრულა.

კომენტარი