თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

44
გაზიარება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასიs“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ირაკლის გამრეკელის, ნუცუბიძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუკიას ბაღის, გამრეკელის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლაზოს ჩიხის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ბეთლემის აღმართის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, კოტეტიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, დავით თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელის და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 09:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, კაჭარავას, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოცვაძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, მიშველაძის და პატარძეულის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „წერეთელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, ცემის, ცაბაძის, იამანიძის, მაიაკოვსკის, ფოთის, სოხუმის, ვლადიმერ ვორონინის, იროდიონ ევდოშვილის და სლავა მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 20 საათიდან 21 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი