თბილისში ხე-მცენარეების შეწამვლა გრძელდება

თბილისში ხე-მცენარეების შეწამვლა გრძელდება

66
გაზიარება

დედაქალაქის მასშტაბით, ხე-მცენარეების შეწამვლა გრძელდება.
დღეიდან 14 ივლისის ჩათვლით შეიწამლება ზაარბრიუკენის მოედნის ჭადრები, ვარკეთილის 3, მე-4 მ/რ-ის 420-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული ფიჭვები.
განმეორებით შეიწამლება მწვანე ნარგავები შემდეგ მისამართებზე: ვაკის პარკი, ბუშის ხიდიდან აეროპორტამდე, გელოვანის გამზირი, ბაქრაძის ქუჩა, თემქის ასასვლელი გურამიშვილიდან, გურამიშვილის გამზირი, ლისის ტბის ასასვლელი, მოსკოვის გამზირი, ცირკის, გმირთა მოედნის და ვარაზისხევის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას გამზირის შუა ზოლი და №25, №39, №49 , თამარაშვილის, შარტავას და ნუცუბიძის ქუჩის № 34, №36, №38, №44, №46, №221.
შეწამვლა ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.

კომენტარი