ლილოს ნაგავსაყრელის ახალი პერსპექტივა – რა გეგმები აქვს მერიას?

ლილოს ნაგავსაყრელის ახალი პერსპექტივა – რა გეგმები აქვს მერიას?

55
გაზიარება

გარდაბნის რაიონის სოფელ ლილოში მდებარე თბილისის ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. ნაგავსაყრელის ფართობი 84 ჰექტარს შეადგენს და მისი ექსპლუატაციის ვადა, დაახლოებით, 40 – 45 წელია. როგორც  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის 2015 წლის კვლევაშია ნათქვამი, ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით არის აშენებული და მისი  ექსპულატაცია გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ეკოლოგების განმარტებით, აღნიშნულ ნაგავსაყრელზე არ ხდება ნარჩენების მიწით დაფარვა, ვერ ხერხდება ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლის შეგროვება – გაფილტვრა, რის გამოც მოწამლული წყალი ახლომდებარე მდინარეებში ჩაედინება.

237355368გარდა ამისა, არ ხდება იქ არსებული ნარჩენების ისე დამუშავება, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფრის გარდა, ლილოს ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის  იქვე ახლოს მდებარე თბილისის საერთაშორისო აეროპორტსაც. როგორც სახელმწიფო აუდიტის კვლევაშია ნათქვამი,  ფრინველები, რომლებსაც ნაგავსაყრელი იზიდავს, სახიფათოა თვითმფრინავებისთვის და შესაძლოა მათი დაზიანება და კატასტროფა გამოიწვიოს.

aeroportinagaviლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც. გენგეგმის ავტორების მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ თბილისის სიახლოვეს მხოლოდ ინერტული მასალების ნაგავსაყრელი დარჩება, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ნაგავსაყრელი თბილისიდან მოშორებით ჩრდილო–დასავლეთით ან სამხრეთ–აღმოსავლეთით მოეწყობა. შემოთავაზებულია ასევე, თბილისში გადამამუშავებელი პუნქტების აშენება, სადაც მოხდება ნარჩენების დახარისხება და განაწილება ნაგავსაყრელზე ან გადამამუშავებელ საწარმოში.

Captureარსებულ პრობლემას თბილისის მერიაშიც აღიარებენ.
„რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით, უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება.“ – განაცხადა კახა კალაძემ გასული წლის თებერვალში.  ამ განცხადებიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ბიოგაზის მოპოვება და მისი ღირებულ პროდუქტად გარდაქმნა იგეგმება. როგორც თბილისი მერი აცხადებს, პროექტს ბელგიური კომპანია  „ჯეო კონსულტანტი“ ამზადებს და მისი რეალიზაცია 2021 წლისათვის დასრულდება.

12755033_10206051212182633_2021401918_oსაყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მერიას სხვა გეგმებიც აქვს. როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირზე იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების სეპარაციას გულისხმობს. ანალოგიური პროეტების რეალიზაციას მერია ქალაქის სხვა რაიონებშიც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. უკვე დახურულია კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში. გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოს იყო, რაც თავისთავად საფრთხეს ქმნიდა. ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და მათი საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანა მოითხოვა.

კომენტარი