ნაძალადევში, ორ მისამართზე გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევში, ორ მისამართზე გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

49
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩა N11-ში ორსართულიანი ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„ერწოს N11-ში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო კორპუსის გამაგრება. აღნიშნული მისამართის გარდა, საცხოვრებელი შენობების გამაგრება მიმდინარეობს მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში მდებარე თბილისურ ეზოში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე მისამართზე მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ერწოს ქუჩა N11-ში მიმდინარე გამაგრების სამუშაოების ღირებულება 86 691 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარი