ორანჟერეას მსგავსი ბევრი პროექტი გვჭირდება – ვატო არველაძე

ორანჟერეას მსგავსი ბევრი პროექტი გვჭირდება – ვატო არველაძე

79
გაზიარება

“კარგი წამოწყებაა და მივესალმები ნებისმიერ იდეას, რომელიც თბილისის გამწვანებას და ჩვენი ქალაქის გალამაზებას შეუწყობს ხელს.” – ასე ეხმაურება ფეხბურთელი ვატო არველაძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეას მოწყობის იდეას.
შესაბამისი “პოსტი” მომღერალმა ორანჟერეას “ფეისბუქგვერდზე” გამოაქვეყნა.
“ბევრი ასეთი პროექტი გვჭირდება იმისთვის, რომ თბილისი გახდეს უკეთესი ადგილი, როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად.” – აღნიშნავს ვატო არველაძე.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე “კია მოტორსის” ავტოსალონი საგამოფენო ორანჟერეათი უნდა ჩანაცვლდეს.
პროექტი 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა. პროექტის თანახმად, ავტომომსახურების ცენტრის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას განთავსდება შენობა, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანი ლანდშაფტური ზონა გახდება. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს, “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
პროექტის განხორციელება არცერთი ხის მოჭრას არ გულისხმობს. მეტიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარეები, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში არ გვხვდება. საერთო სარგებლობის ორანჟერეა მულტიფუნქციური იქნება და რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. მოსახლეობა აქ ნებისმიერ ამინდში შეძლებს, ისეირნოს, დაისვენოს, გაერთოს და დაესწროს სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას.
პროექტის ფარგლებში, უნდა დამონტაჟდეს სარწყავი სისტემა, შენობა კი მინით გადაიხურება, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს. ტერიტორიაზე გაკეთდება შადრევანი, ქვაფენილიანი ქუჩა და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე ის ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით გაფორმდება.
პროექტის მიზანი ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან ორგანულად შერწყმაა.

კომენტარი