წაღვერის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა

წაღვერის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა

53
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, წაღვერის ქუჩა N15-ის მიმდებარედ გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გრუნტიანი გზის გამო, მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მსგავსი პრობლემები აღარ აქვს.
ასევე, წაღვერის ქუჩა N21-დან N35-მდე 100 მ სიგრძის დამცავი მოაჯირი დამონტაჟდა. ლითონის კონსტრუქცია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოეწყო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 15 684 ლარი დახარჯა.

კომენტარი