ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს

ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს

165
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ორდღიანი ფესტივალი გუშინ, 19:00 საათიდან გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდა. საფესტივალო აქტივობები დღეს, 6 ივლისსაც ანალოგიურ დროს გაიმართება.
ფესტივალი თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით  გაფორმდა. ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ, ჟონგლიორებმა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტებით წარმოდგენილმა მუსიკოსებმა.
თბილისის სინათლის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები იღებენ და დამთვალიერებელს საინტერესო სანახაობას სთავაზობენ. მათ შორის, სინათლით ხატვას, ჯადოსნურ ტყეს, მასშტაბურ „სინათლის შოუს“ და სხვა.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და „ბოქს მედია გრუპი’’, ხოლო მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
თბილისის სინათლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს.

კომენტარი