დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე განახლდა

დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე განახლდა

90
გაზიარება

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N13ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონები, მოეწყო განათების სისტემა, საპარკე სკამები, ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდა და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა. გარდა ამისა, გამწვანების თარგებში დაირგო სხვადასხვა სახის ნერგები და დაიგო რულონური ბალახი.
მიმდინარე წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანიც მოეწყო.
დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 69 920 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი