თბილისში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

37
გაზიარება
დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება სამგორის, ჩუღურეთის, საბურთალოს, კრწანისის, მთაწმინდის, გლდანისა და ვაკის რაიონებს.
კერძოდ, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობისა და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, გოგოლისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ახალშენის, ბალანჩივაძისა და ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილისა და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ბესიკის, არსენას, ინგოროყვას, ჩიტაძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშისა და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარი