რატომ ჩამოხსნეს მეტროსადგურ “დელისის” კედლიდან რუსულენოვანი წარწერა?

რატომ ჩამოხსნეს მეტროსადგურ “დელისის” კედლიდან რუსულენოვანი წარწერა?

160
გაზიარება
გიორგი ბაბუნაშვილის ფოტო

მეტროსადგურ “დელისის” კედლიდან რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს. როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, “დელისი” ერთადერთი სადგური იყო, სადაც რუსულენოვანი წარწერა იყო შემორჩენილი, რაც არსებული სტანდარტის კონტექსტში არ ჯდებოდა.
“მეტროში გვაქვს ორენოვანი სტანდარტი როგორც გამოცხადების, ასევე ნავიგაციის სქემის. ეს ერთადერთი სადგური იყო, სადაც შემორჩენილი გვქონდა რუსულენოვანი წარწერა. ვინაიდან ეს ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, ჩამოიხსნა. ადგილი შესაბამისი წესით დამუშავდება და მოპირკეთდება, ხოლო მოგვიანებით, რიდესაც სადგურების რეაბილიტაცია და განახლება მოხდება, ყველა სადგურში გვექნება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ნავიგაციის სქემები.” – განმარტეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარი