“საშიშ თოჯინათა სახლი” – ჩეხური სოფელი, სადაც ბავშვების ადგილი არ არის

“საშიშ თოჯინათა სახლი” – ჩეხური სოფელი, სადაც ბავშვების ადგილი არ არის

159
გაზიარება

როგორც წესი, თოჯინებს ბავშვებისთვის სიხარული მოაქვთ. როცა ვიზრდებით, ისინი ჩვენი ბავშვური სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილად რჩებიან. ამ დადებითი ემოციების პარალელურად, ერთ-ერთ ჩეხურ სოფელში არსებობს თოჯინათა “სამოთხე”, რომელიც არავითარ დადებით ემოციას არ გპირდებათ. პირიქით, მის მონახულებას გამბედაობა და ძლიერი ნებისყოფა სჭირდება.
ამ მისტიკურ ადგილს ფოტოგრაფი კრისტიან ლიპოვანი ეწვია და საკუთარი ნამუშევრები, საკუთარ ემოციებთან ერთად, პორტალ Boredpanda-ს მკითხველებს გაუზიარა.
როგორც თავად აღნიშნავს, “თოჯინათა სახლისკენ” მიმავალ გზაზე ადამიანი თავდაპირველად ნაზ, თბილ სინათლეს, ფეხებქვეშ რბილ ბალახს, ყვავილების სურნელს და ისეთ ჰარმონიას გრძნობს, როგორსაც საბავშვო ზღაპრებში გვიყვებიან ხოლმე, თუმცა ყველაფერი მაშინ იწყება, როცა თვალწინ საშიში სცენა გადაიშლება: სხავდასხვა ფორმისა და ფერის, ჭუჭყიანი, თვალებდაძაბული, კანდამსკდარი და უსიცოცხლო თოჯინები. ისინი მარადიული ტანჯვისთვის არიან განწირულნი.
ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, თუ ვინ და რატომ შექმნა ეს კოლექცია…როგორია ამ უცანური ამბის ისტორია?
ამ “სასოწარკვეთილების სამეფოს” მფლობელი ლუმობირ ვოტავა გახლავთ, ჩეხი პოლიტიკოსის, მიროსლავ სლადეკის ყოფილი მცველი და მრჩეველი. “თოჯინათა სახლის” ასეთი სახით შენარჩუნებას ის დიდ დროს უთმობს. მისივე თქმით, სანახაობის მიზანი ვიზიტორების შეშინება სულაც არ გახლავთ. ის, გადაყრის ნაცვლად, აგროვებს თოჯინებს და მათ შეგნებულად აბინძურებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, მტვერი თოჯინებს უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩენს. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ “თოჯინათა სახლის” მეპატრონე იტყუება, თუმცა ზოგი ამ ყველაფერში პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადგილი ნამდვილად უჩვეულოა და თუ მას ერთხელ მაინც ეწვევით, მიღებული მძაფრი შთაბეჭდილებები სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

 

კომენტარი