“სისტრა” კვლევის შედეგებს ნოემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს

“სისტრა” კვლევის შედეგებს ნოემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს

92
გაზიარება

თბილისის ახალ მარშრუტებსა და სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით, კომპანია “სისტრას” დასკვნას ყველა ელოდება. ამის შედეგად გადაწყდება, თუ როგორ გადანაწილდება დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მართალია, ჯერ ისევ მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას ერთ-ერთი პროექტის მენეჯერი, გიგა გიგაური აცხადებს, “სისტრას” კვლევა ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. შესაბამისად, დეტალებს სწორედ ნოემბრის ბოლოს შევიტყობთ.
ჯერჯერობით კი, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რაც  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ გააჟღერა. კერძოდ, ყვითელი მიკროავტობუსები, ძირითადად, გარეუბნებში გადაინაცვლებენ, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ. როგორც მუმლაძემ რადიო „პალიტრას” ეთერში განმარტა, მიკროავტობუსებს 2020 წლის ბოლომდე სრულად განაახლებენ.
აღსანიშნავია, რომ უკვე, დაახლოებით, დათვლილია თბილისისთვის საჭირო ავტობუსების ოპტიმალური რაოდენობაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. როგორც გიგა გიგაური განმარტავს, ავტობუსების შესყიდვების მიმართულებით, მერია “სისტრასთან” ერთად მუშაობს.

 

 

 

კომენტარი