ქვეყანა, სადაც მიუსაფარი ცხოველები არ არსებობენ – როგორ მოახერხეს ეს ჰოლანდიაში?

ქვეყანა, სადაც მიუსაფარი ცხოველები არ არსებობენ – როგორ მოახერხეს ეს ჰოლანდიაში?

190
გაზიარება

მსოფლიოში უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც უსახლკარო, მიტოვებული ცხოველები არ ფიქსირდება ან მათი რაოდენობა უმნიშვნელოა.
როგორ მოახერხეს მათ ეს? როგორც ირკვევა, პირველი ეტაპია ახსნა- განმარტებითი სამუშაოები ცხოველების მეპატრონეეებთან. სპეციალური სამსახურები ასწავლიან მფლობელებს ცხოველთა მოვლა- პატრონობას. მაგალითად, იტალიაში და აშშ-ში ცხოველებთან ჰუმანურ მოპყრობას სკოლებში ასწავლიან. უფრო ქმედითი და ეფექტური აღმოჩნდა გადასახადები.  მაგალითად, გერმანიაში, რაც მეტი ცხოველი გყავს, მეტ გადასახადს იხდი.

1412327867439477ჰოლანდიაში გადასახადის მოცულობა ცხოველის ზომაზეა დამოკიდებული. ამ ქვეყანაში  ის პირები, ვინც უპატრონო ცხოველებს შეიფარებენ, გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს ლიცენზირების სისტემაც. დანიაში და ჰოლანდიაში იმისათვის, რომ ცხოველი გყავდეს, საკმაოდ ძვირადღირებული ლიცენზიის მიღებაა საჭირო. ლიცენზიის ყოველწლიური განახლებაც, ასევე, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასე რომ, სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდებით, გიღირთ თუ არა მათი მოვლა-პატრონობა.
ერთგვარი პრევენციაა დიდი ჯარიმებიც. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ცხოველის უპატრონოდ მიტოვება რამდენიმეათასიანი ჯარიმით ისჯება. ჰოლანდიაში შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეთ.  მიღებული პრაქტიკაა ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა და მათი სტერილიზაციაც.

კომენტარი