ვაკის რაიონში წყალარინების ქსელების და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელების და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

83
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელების განახლება გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის, წყნეთის ქ. N2-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N3ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
თითოეული მისამართის პერიმეტრზე გამოიცვლება წყალარინების მილები, მოწესრიგდება ჭები, მიწისქვეშა სამუშაოების შემდეგ კი, რეაბილიტირებულ მონაკვეთებზე დაიგება ასფალტი.
წყალარინების ქსელების განახლების გარდა, ქავთარაძის N36-ში კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები დასრულდა.
პროექტები ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარი