თმოგვის II შესახვევის N16-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

თმოგვის II შესახვევის N16-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

64
გაზიარება

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თმოგვის II შესახვევის N16-ში განხორციელდა, სადაც 37-მეტრიანი საყრდენი კედელი აშენდა.
აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„თმოგვის II შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მიწა რამდენჯერმე ჩამოიშალა. გასულ წელს ავაშენეთ ერთი კედელი და ახლა დავასრულეთ მეორე კედლის მოწყობა. N16-ში კედლის აშენების შედეგად უკვე დაცულია ქსოვრელის ქუჩისა და ამ შესახვევის მოსახლეობის უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
თმოგვის II შესახვევის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 109 881 ლარი გამოყო.

კომენტარი