ტაქსებისთვის ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს შეწყდება

ტაქსებისთვის ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს შეწყდება

86
გაზიარება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს ქიმწმენდისა და ფერის შეცვლის უფასო ვაუჩერების აღებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს შეწყდება.
“დაწყებულია პროცესი A და ბ კატეგორიის დაყოფისა, ლიცენზიის აღება მძღოლებს ელექტრონულად შეუძლიათ და დღეიდან ისინი ამ სერვისით იუსტიციის სახლებშიც ისარგებელებენ. ვაუჩერების გაცემა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დასრულდება და მისი განაღდების ვადა 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა”,- აღნისნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ბენეფიტებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისინი ისარგებელებენ უფასო პარკინგით. თუ მათ თვითონ ჰყავთ თეთრი ავტომობილი, სარეკლამო ბანერის გაკვრით მიიღებენ დამატებით შემოსავალს.
მერის თქმით, ქიმწმენდისა და თეთრი ფირის გადაკვრის ვაუჩერებს მძღოლები უსასყიდლოდ მიიღებენ და ასევე ისინი გათავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადისაგან.
“გვაქვს კომუნიკაცია ბანკებთან და შეიძლება აუახლოეს მომავალში კიდევ სიახლეები მივაწოდოთ ტაქსის მძღოლებს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი