MAN-ის ავტობუსების შემოყვანა გვიანდება – მერია მომწოდებლის დაჯარიმებას გეგმავს

MAN-ის ავტობუსების შემოყვანა გვიანდება – მერია მომწოდებლის დაჯარიმებას გეგმავს

132
გაზიარება

თბილისი მერია კომპანია TEGETA TRUCK AND BUS-ის დაჯარიმებას გეგმავს. თბილისი მერის მოადგილის მაია ბითაძის განმარტებით, TEGETA TRUCK AND BUS -მა აღებულ ვალდებულევბა ვერ შეასრულა და მერიის მიერ შესყიდული MAN-ის 90 ავტობუსიდან დედაქალაქში მხოლოდ 50 ერთეული შემოიყვანა. როგორც ირკვევა ავტობუსების მოწოდების ვადა ივნისში ამოიწურა.
მაია ბითაძის განმარტებით, მისთვის უცნობია რა გახდა შეფერხების მიზეზი, თუმცა დარწმუნებულია, რომ დარჩენილი 40 ავტობუსით დედაქალაქის ავტოპარკი ახლო მომავალში აუცილებლად შეივსება.
ბითაძის განცხადებით, რა თანხა დაეკისრება  ჯარიმის სახით  კომპანიას მას შემდეგ  გაირკვევა, როცა TEGETA TRUCK AND BUS -ი ყველა ავტობუს შემოიყვანს.
ბითაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ავტობუსების ნაწილის მოწოდება დაგვიანდა, დედაქალაქში ერთიანი სატრანსპორტო სქემის გაშვება არ შეფერხდება.
„იცით, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ეს არის პირველი პარტიის მეორე ნაკადი, რომელსაც ვღებულობთ. მომდევნო თვეებში კვლავ გამოცხადდება ტენდერები, მათ შორის ელექტროავტობუსების შეძენაზე. ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლების მთლიან პროგრამას დავასრულებთ 2021 წელს. ასე რომ, ორ წელიწადში მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება“, – განაცხადა ბითაძემ.
მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქს  ორ წელიწადში დაახლოებით, 1 000-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება.

კომენტარი