კოჯორში სპორტულ-შემეცნებითი თამაში – “გააერთიანე საქართველო“ – გაიმართა

კოჯორში სპორტულ-შემეცნებითი თამაში – “გააერთიანე საქართველო“ – გაიმართა

47
გაზიარება

მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით, კოჯორში, რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის, სპორტულ-შემეცნებითი თამაში “გააერთიანე საქართველო“ გაიმართა.
თამაშის სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიაა. გუნდები მოქმედებდნენ საქართველოს რუკის მიხედვით, რომელზეც აღნიშნულია ადგილები, სადაც მნიშვნელოვანი ისტორიული ბრძოლები მოხდა.
მონაწილეთა მიზანი სხვადასხვა სპორტული და ინტელექტუალური დავალების შესრულება იყო. თამაშის განმავლობაში მათ უნდა გადაელახათ რამდენიმე ეტაპი, გაემარჯვებინათ პირობით ბრძოლებში და გაეერთიანებინათ საქართველო.
გუნდების აქტივობა ქულებით შეფასდა – გუნდმა, რომელმაც პირველმა დაძლია ყველა ეტაპი, 100 ქულა დააგროვა.
თამაშის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უპასუხეს დამატებით შეკითხვებს იმ ისტორიული მოვლენებიდან, რომელსაც უშუალოდ თამაშის დროს განიხილავდნენ.
თითოეულ სწორად გაცემულ პასუხზე გუნდებმა ბონუს ქულები მიიღეს, რაც მათთვის დამატებითი სტიმული იყო, კარგად დაემახსოვრებინათ მიღებული ინფორმაცია საქართველოს ისტორიიდან.
ყველაზე მეტი ქულა 214-ე საჯარო სკოლის გუნდმა დააგროვა და გამარჯვებულადაც გამოცხადდა.

კომენტარი