დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

29
გაზიარება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
მათივე ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტარიელ სვანიძის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, მელიქიშვილის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანის, ზუგდიდის, სპირიდონ კედიას, ცემის, სოხუმის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით ბაქრაძის, თევდორე მღვდლის, იროდიონ ევდოშვილის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ მეორეს და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, იოსებ გრიშაშვილის, ფაბრიკის, ფირდოუსის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, თემქის დასახლების X კვარტლის, ჩარგლის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, ნაკადულის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ივანე ჯავახიშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დოდაშვილის, ბოლნისის, ჩკალოვის და სახალხოს ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, კაკაკი გელოვანის, ნიკოლოზ ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ივანე სარიშვილის, აკაკი ბაქრაძის, გურამ ნიჟარაძის, ხახულის და მაღლაკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალანდაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს, გელა ჭედიას, შუშის და მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი